ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 179 დაშავებული გადაიყვანეს. ეს რიცხვი, როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს მოიცავს.
საავადმყოფოებში მყოფთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 157-ის – დამაკმაყოფილებელი. თვრამეტი ადამიანი შფოთვითი აშლილობის გამო მკურნალობდა.
ისრაელის მედიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო დაზიანებების გამომწვევ მიზეზებს არ აკონკრეტებს, ვარაუდობენ, რომ მოქალაქეებმა დაზიანებების უმეტესობა თავშესაფრის პოვნის დროს მიიღეს და ეს არ არის ირანიდან ან ლიბანიდან განხორციელებული რაკეტების გაშვების პირდაპირი შედეგი.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან, საავადმყოფოებში 2 745 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 85 ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ჰოსპიტალიზებული პირებიდან 11 მძიმე მდგომარეობაშია, 10 საშუალო სიმძიმის, ხოლო 64-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

