აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი საჰაერო შესაძლებლობებს ყოველდღიურად კარგავს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო თვითმფრინავებზე განხორციელებული დარტყმები ჩანს.
„ჩვენ ირანული საფრთხის წინაშე არა მხოლოდ თავს ვიცავთ, არამედ მას ვანადგურებთ“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

