აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა, დაშავებულია ორი ადამიანი

შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის მედიის თანახმად, პირველ ეტაპზე ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა, რამდენიმე საათის განმავლობაში კი კიდევ 100 რაკეტა. განგაშის სიგნალები ლიბანის საზღვრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებებში ჩაირთო.

გავრცელებული ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ გაშვებულ ყველა რაკეტას ისრაელის საზღვარი არ გადაუკვეთავს. „ჰეზბოლამ“ ასევე ისროლა შორი მოქმედების რაკეტები, რის შედეგადაც თელ ავივსა და მიმდებარე ქალაქებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია დრონების შეღწევის შესახებ.

ისრაელის მედიის თანახმად, ეს იყო „ჰეზბოლას“ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ომის განმავლობაში.

იტვირთბა....