აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უმჯობესია, ევროპას გადახედოთ, ჩვენ ჩვენს ხალხს პირველ ადგილზე ვაყენებთ” – ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს მიმართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლაე სტეფანუტას აკრიტიკებს.

ორბანის თქმით, სტეფანუტამ უნგრელებს „ფიდესის“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკურ მდგომარეობა უარესდება, უნგრეთი მოსახლეობას შეღავათებს სთავაზობს და ოჯახებს ეხმარება.

„ვიცე-პრეზიდენტო, ნიკოლაე სტეფანუტა, ევროპარლამენტში თქვენ გაბედეთ და უნგრელებს ლექციები წაუკითხეთ, ჩვენ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეთ. ვიდრე ამას გააკეთებთ, უმჯობესია, ევროპას გადახედოთ. მთელ კონტინენტზე მოქმედებს მკაცრი ეკონომიკური ზომები, სამსახურიდან გათავისუფლება და ქარხნების დახურვა. ამასობაში, უნგრეთში ჩვენ უზრუნველვყავით დასაქმების შესაძლებლობები ყველასთვის, ვისაც მუშაობა სურს, შემოვიღეთ საშემოსავლო გადასახადისგან უვადო გათავისუფლება დედებისთვის, რომლებსაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ, მინიმალური ხელფასი კიდევ 11%-ით გავზარდეთ, ახალგაზრდებისთვის ფიქსირებული სამპროცენტიანი იპოთეკური სესხი შემოვიღეთ და ოჯახის დახმარება გავაფართოვეთ. ეს ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ჩვენს ფულს უნგრეთში ვინახავთ და არა უკრაინაში ვყრით. ეს არის განსხვავება ბრიუსელის პოლიტიკასა და უნგრეთის პრიორიტეტებს შორის: ჩვენ ჩვენს ხალხს პირველ ადგილზე ვაყენებთ! ჩემი კეთილი ნების ნიშნად, თავი შევიკავე რუმინეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებისგან“, – წერს ვიქტორ ორბანი.

იტვირთბა....