სოციალურ ქსელში „ტაბულას“ ჟურნალისტი ცისია კირვალიძე ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით ახალ პოსტს აქვეყნებს.
„5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა
ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა“, – წერს კირვალიძე Facebook-ზე.