ახალი ამბები მთავარი ციტატა

როგორც ჩვენმა ბიძინამ, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, მხოლოდ დედის გინება იცოდა – ბერძენიშვილი თავდამსხმელზე

[su_quote] თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს – ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება.

ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე.

ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად. [/su_quote]

– ასე გამოეხმაურა ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მასზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს „მთავარ არხთან“ საუბარში.

იტვირთბა....