დღეს ჭავჭვაძის გამზირზე ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მან „ნეტგაზეთს“ კომენტარი მისცა.
„ერთი მოქალაქე იყო დამინახა თუ არა ერეკლეს დაცვა და დედის გინება დამიწყო. მომზადებული იყო, ლექსიკის მიხედვით წაიდუდუნებდა. კვერცხი ჰქონდა ჯიბეში, თურმე ასე დადიან მოქალაქეები, ჯიბეში კვერცხით. მე არ დავშავებულვარ, ერთადერთი, ძალიან სერიოზულად იმუშავა რომ გამოვეყვანე წყობიდან“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ის პოლიციას არ მიმართავს, რადგან ეს მთავრობის მეირ მართული პროცესია.
წყარო: „ნეტგაზეთი“

