ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია” – პესკოვი საზღვრების ჩაკეტვაზე

რუსეთის ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საზღვრების ჩაკეტვის შესახებ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, –  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

“მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არ მიგვიღია”, – ხაზგასმით აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

პესკოვის თქმით, არის შემთხვევები, როცა დადგენილება ირღვევა და ზოგიერთ რეგიონში გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ სიტუაციის გამოსწორებაზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ლარსზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ.

რუსული “ეფესბეს” მტკიცებით, ეს რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

“ოკუპანტებს ლარსზე ბლოკპოსტის ჩადგმა სურთ” – რუს მამაკაცებს საზღვრის კვეთა აეკრძალებათ

რამდენმა კაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან

იტვირთბა....