ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტებს ლარსზე ბლოკპოსტის ჩადგმა სურთ” – რუს მამაკაცებს საზღვრის კვეთა აეკრძალებათ

“ვერხნი” ლარსის საგუშაგოზე რუსმა მესაზღვრეებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა დაიწყეს, – ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა.

მანამდე უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ კაცები მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთში არ გაუშვეს.

„რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ვერხნი“ ლარსის საგუშაგომ ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმა მობილიზაციის შესახებ კანონის საფუძველზე დაიწყო“, – წერს ჩიკოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებს ლარსზე ბლოკპოსტის ჩადგმა სურთ, რათა მამაკაცებს საზღვრის კვეთა აუკრძალონ.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

რამდენმა კაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან

იტვირთბა....