ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსული FSB ადასტურებს, რომ ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი გაუშვეს – რა წერია განცხადებაში

რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებულის მიზეზი ლარსზე საგუშაგოს მოწყობა არ ყოფილა.

„[ინფორმაცია ზემო ლარსზე საგუშაგოს მოწყობის შესახებ] ყალბია. ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით. არ იქნება საგზაო ბლოკირება“, – აღნიშნა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე უწყებაში აცხადებენ, რომ საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ხოლო სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლარსზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, რომელთაც დაუდასტურებელი ცნობებით ბლოგპოსტის ჩადგმა სურდათ.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

“ოკუპანტებს ლარსზე ბლოკპოსტის ჩადგმა სურთ” – რუს მამაკაცებს საზღვრის კვეთა აეკრძალებათ

რამდენმა კაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან

იტვირთბა....