ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლავროვი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტორთა შორის ბელარუსიც უნდა იყოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მათი შეთავაზებაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების ჩამონათვალში ბელარუსიც შევიდეს. ონლაინ-გამოცემა ТАСС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინულმა მხარემ დააყენა მოთხოვნა, ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსის სანაცვლოდ, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენს უკრაინელ მეზობლებს სურთ, რომ უსაფრთხოების გარანტორთა შორის იხილონ როგორც მათთან ახლოს მდებარე, ისე, მრავალი სხვა ქვეყანა, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოები. ჩვენი შეთავაზებაა, გარანტორი ქვეყნების ჩამონათვალში აუცილებლად შევიდეს ბელარუსის რესპუბლიკა”, – ამბობს ლავროვი.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ სტამლობში, რუსულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა. მათ შორის, NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, , ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, ჩაკეტონ ცა ქვეყნის თავზე.

ამის შემდეგ,  გაერთიანებულმა სამეფომ, გემრანიამ, და თურქეთმა, გამოთქვეს მზადყოფნა, გახდენენ უკრაინის უსდართხოების გარანტორები, ხოლო იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის, გახდეს უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი. ამ ეტაპზე, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, მხოლოდ ერთი ქვეყანა აცხადებს დარწმუნებით, რომ რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების პირობებს იმ ფორმით დასთანხმდება, როგორც ეს ქვეყანამ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოაყალიბა.

 

 

იტვირთბა....