ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არახამია: ერთი კარგი ქვეყანა თანახმაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, ერთი ქვეყანა უკვე დარწმუნებით აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების პირობებს დასთანხმდება, კიდევ რამდენიმე სახელმწიფო კი ამ შესაძლებლობას განიხილავს.

“უკვე გამოჩნდა ერთი კარგი ქვეყანა, რომელიც დაგვთანხმდა გარანტორობაზე, კიდევ რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო კი, რომელთა ხსენებაც უკრაინელებს ძალიან გაახარებთ, მზად არიან დაგვთანხმდნენ, თუმცა, დეტალების გარკვევას ელოდებიან. მათ ცოტათი აფიქრებთ პუნქტი [უკრაინაზე თავდასხმიდან] 72 საათში უკომპრომისო გააქტიურების მექანიზმის შესახებ, მაგრამ ჩვენ მათ ვუხსნით, რისთვის არის ეს საჭირო. სიამოვნებით გადმოვიტანდით უცვლელად NATO-ს მე-5 მუხლის ჩანაწერს, ახლა ჩვენთან ომი რომ არ იყოს”, – აცხადებს არახამია.

არახამიას თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნავს, რომ უკრაინამ NATO-ს საკუთარი ვერსია, “უკრაინული ნატო” მოიფიქრა მსოფლიოს, მათ შორის, ევროპის უძლიერესი არმიების მქონე ქვენების არჩევით.

“ოღონდ, ნატო-ში უნდა გადაიხადო, იქ შენატანებია, ჩვენ კი უკრაინისთვის უფასო NATO მოვიფიქრეთ”, – ციტირებს UNIAN არახამიას სიტყვებს.

ცნობისთვის, უკრაინულმა მხარემ სტამლობში, რუსულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა. მათ შორის, NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, , ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, ჩაკეტონ ცა ქვეყნის თავზე.

“ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკრაინა გახდება ნებისმიერი სახის აგრესიის, ნებისმიერი სამხედრო თავდასხმის, ან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ობიექტი და სამი დღის განმავლობაში კონსულტაციები არ გამოიწვევს საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას, მაშინ გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მოგვაწოდონ სამხედრო დახმარება, იარაღი და მეტიც, ჩვენ შეგვაქვს მუხლი უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ”, – განაცხადა უკრაინის დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, დიპლომატმა ალექსანდრ ჩალიმ სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ და გემრანიამ მზადყოფნა გამოთქვეს, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, იზიარებენ თუ არა ისინი უკრაინის ყველა შეთავაზებას.

 

იტვირთბა....