გერმანია მზადყოფნას გამოთქვამს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. როგორც გამოცემა Reuters ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელზე, სტეფენ ჰებეშტაიტზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ურკაინის პრეზიდნეტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარიში განაცხადა.
გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, მოიცავს თუ არა გარანტორის სტატუსი სამხედრო კომპონენტს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთიც გამოთქვამს მზადყოფნას, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი.
ცნობისთვის, უკრაინულმა მხარემ სტამლობში, რუსულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა. მათ შორის, NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, , ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, ჩაკეტონ ცა ქვეყნის თავზე.