ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა თქვა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებებმა, რომლებშიც უკრაინამ წერილობითი წინადადება წარუდგინა რუსეთს ომის დასრულების შესახებ, პროცესს “მნიშვნელოვანი იმპულსი” მისცა.

ამასთან, ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტს დაჩქარებული წესით შეხვედრა შესთავაზა.

“ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დეტალები დაზუსტებას საჭიროებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნად ყოფნაზე თანხმობა გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადეს.

იტვირთბა....