ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არახამია: უკრაინას საკუთარი NATO-ს შექმნა სურს

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას საკუთარი NATO-ს შემქმნა სურს და მნიშვნელოვანია, მათ ბლოკს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რაც შეიძლება დიდი და ძლიერი სახელმწიფოები შეუერთდეს.

“ჩვენ საკუთარი NATO-ს ჩამოყალიბება გვინდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ყველაზე დიდმა და ეფექტურმა ქვეყნებმა დაგვიჭირონ მხარი აგრესიის შემთხვევაში. თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნატო-ს ყველაზე დიდი არმიაა ევროპაში. ასევე მნიშვნელოვანი არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი. ახლა ძალიან აქტიური კონსულტაციები გრძელდება. უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ NATO-ს სამი სახელმწიფო მოგვცემს გარანტიებს ზუსტად იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ეს ფაქტობრივად ნატო-ს მე-5 მუხლია, მაგრამ აქტივაციის უფრო მკაცრი მექანიზმით – ჩვენს ქვეყანაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, 72 საათის განმავლობაში კონსულტაციები უნდა გამართონ და თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა”, – განაცხადა არახამიამ.

დავით არახამიამ შეაფასა, როგორია შანსები, რომ მათუ უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთიც გახდენენ.

“ვფიქრობ, აშშ-ს შემოერთების შანსი დიდია, რადგან გაკეთდა განცხადება, რომ არ არიან წინააღმდეგი, განიხილონ უსაფრთხოების გარანტიის მექანიზმები, მაგრამ მათ საკითხში უფრო ღრმად ჩახედვა სურთ, ყველა რისკის აწონვა და ისეთი განცდა მაქვს, რომ აშშ-ც და ბრიტანეთიც ერთიომეორეს მიყოლებით შემოუერთდება ამ ბლოკს, როდესაც დაინახავენ, რომ დანარჩენებს არაფერი აქვთ საწინააღმდეგო. თუმცა, ჩვენ გარანტორი ქვეყნების მინიმალური პაკეტი გვაქვს და მათ გარეშე, ვერ დავიძვრებით”, – აღნიშნავს არახამია.

შეგახსენებთ, თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა მზად არის, მყარი უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი.

ამის შემდეგ, თურქეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამხდარიყვნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, თუმცა, უცნობია, რა პირობებით. დღეს კი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, გახდეს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გარანტორი.

იტვირთბა....