ესპანეთის ენერგეტიკული კომპანიის სტატისტიკური მონაცემებით, ესპანეთმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ რუსეთისგან თხევადი გაზის იმპორტი განაახლა.
ოქტომბერში ქვეყანამ რუსეთისგან 2 ათასზე მეტი გიგავატ/საათის მოცულობის თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც საერთო იმპორტის 6%-ს შეადგენს.
ამ ნაბიჯის შემდგომ რუსეთი ესპანეთის უმსხვილეს მომწოდებლებს შორის მეოთხე ადგილზეა ალჟირის, ამერიკისა და პორტუგალიის შემდეგ.

