აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ირანთან დაკავშირებული სამი პირი დააკავა, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში არიან ბრალდებული. საქმე ეხება, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში მდებარე „ფერფორდის“ სამხედრო-საჰაერო ბაზას, სადაც ამერიკული ჯარებიც არიან დისლოცირებული.
დაკავებულთაგან ერთ-ერთს, ირანისა და ერაყის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოჰამად ალ-საადს ბრალი ედება თავდასხმის ორგანიზებაში, რომელსაც ის დიდ ბრიტანეთში ნიუ იორკის ციხიდან ახორციელებდა. ნიუ იორკის ციხეში ალ-საადი სხვა ბრალდების გამო იმყოფება.
ასეთივე ბრალი აქვთ წარდგენილი კიდევ ორ პირს, თუმცა ისინი ირანიდან მოქმედებდნენ.
როგორც იუსტიციის დეპარტამენტში განმარტავენ, 2026 წლის გაზაფხულზე ევროპაში განხორციელებული 18 ტერორისტული აქტიდან, რომლებზეც პასუხისმგებლობა აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო, შვიდი გაერთიანებულ სამეფოში მოხდა. ეს აქტები მოიცავდა ხანძრებს, აფეთქებებს, მათ შორის, ლონდონში ებრაელებზე დანით თავდასხმის შემთხვევებს.
ოფიციალური თეირანი კატეგორიულად უარყოფს ბაზის ინციდენტთან ან ამ ჯგუფთან რაიმე კავშირს.

