უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტს მიმართა. მისი თქმით, რუსეთმა ევროპის იმ პრინციფებს შეუქმნა საფრთხე, რომლებზეც მათი თავისუფლება და სუვერენიტეტი იდგა.
“თანამედროვე ევროპა მკაციო პრინციპებზეა აგებული. უფრო ზუსტად კი, არ შეიძლება საზღვრების ძალისმიერი გადაკვეთა. ამასთან, ყოველ ერს აქვს უფლება, დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი მომავალი დიქტატურის, იძულების და ოკუპაციის გარეშე. ამ ორი პრინციპის დამსახურებით, ჩვენ ევროპაში გვქონდა თანამშრომლობის უპრეცედენტო ერა მანამ, სანამ რუსეთმა არ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ისევე შეეძლო მოქმედება, როგორც ტოტალიტარული იდეოლოგიის პერიოდში. თუ უკრაინა არ დაიცავს თავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ წააგო. ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის ქვეშაა”, – აღნიშნა ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ შვედეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ ადამიანის ქონების დაბლოკვისკენ მოუწოდა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უჭერენ მხარს.
ამასთან, მან ქვეყნის საკანონმდებლო უწებას უკრაინაში არსებული სიტუაცია გააცნო.
“ოკუპანტები საბავშვო ბაღებსაც კი ბომბავენ. განადგურებულია ასობით სასწავლო დაწესებულება, ორასზე მეტი სკოლა. რუსმა სამხედროებმა დაბომბეს უნივერსიტეტები, ისინი ანადგურებენ ნებისმიერ ინფრასტრუქტურას, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში ეხმარება. ანადგურებენ საჭმლის საცავებს, მედიკამებს, აიღეს ორი ატომური ელექტროსადგური. იყენებენ ფოსფორის ბომბებს. იღუპებიან როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმერ ზელენსკი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზებს სიტყვით მიმართავს. შვედეთის პარლამენტამდე, მან მიმართა იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს, იტალიის პარლამენტს ისრაელის ქნესეთს, აშშ-ს კონგრესს, გერმანიის ბუნდესტაგს და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას.