ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი ბუნდესტაგს: რეიგანის მსგავსად, მეც მინდა გითხრათ – “დაანგრიეთ ეს კედელი”

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გერმანიის ხელისუფლებასთან და მოქალაქეებთან ერთად, პირადად მიმართა ქვეყნის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს.

“მოგმართავთ და შეგახსენებთ იმას, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება და ვერ შეინარჩუნებს თავის ფასეულობებს. ყოფილმა მსახიობმა, აშშ-ს პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ ბერლინში თქვა – “დაანგრიეთ ეს კედელი”. მინდა მოგმართოთ, კანცლერო შოლც – დაანგრიეთ ეს კედელი! უჩვენეთ გერმანიას ლიდერობა, რასაც იმსახურებთ და რითაც თქვენი შთამომავლები იამაყებენ. მხარი დაგვიჭირეთ ჩვენ, მხარი დაუჭირეთ მსოფლიოს, მხარი დაუჭირეთ თითოეულ უკრანელს. შეაჩერეთ ომი – დაგვეხმარეთ, ომის შეჩერებაში”, –  მიმართა ზელენსკიმ ბუნდესტაგს.

იტვირთბა....