მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“დავიცავთ ჩვენს მიწას, ვიბრძოლებთ ყველგან და არ დავნებდებით”- ზელენსკის მიმართვა თემთა პალატას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრებს სიტყვით მიმართა.

როგორც ზელენსკიმ მიმართვისას აღნიშნა, უკრაინა დანებებას არ აპირებს და საკუთარ ტერიტორიებს ყველაფრის ფასად დაიცავს.

“ყოფნა? არ ყოფნა?… საკითხავი ჩვენთვის ახლა აი ეს არის. ეს შექსპირისეული კითხვაა. ამ დღეების განმავლობაში ეს კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო უკრაინის მისამართით. საბოლოო პასუხი შემიძლია გითხრათ, უდავოდ კი – ყოფნა.

ჩვენ არ დავნებდებით, არ წავაგებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ – ვიბრძოლებთ ცასა და ზღვაში, დავიცავთ ჩვენს მიწას, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ვიბრძოლებთ ყველგან და არ დავნებდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....