[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’Pn9QMFcIxK0′]
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა. ზელენსკიმ საკუთარ გამოსვლაში აფროამერიკელთა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლის “მე მაქვს ოცნება“ სიტყვებით მოიყვანა.
ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინის ბედი დღეს წყდება და რუსეთი არამარტო მის ქვეყანას და ხალხს, არამედ, მათ ღირებულებებსაც უტევს.
“მაქვს პატივი, მოგესალმოთ მამაცი უკრაინელი ხალხის სახელით, თავისუფლების მოყვარული უკრაინელების სახელით, რომლებიც 8 წელია რუსულ აგრესიას ებრძვიან და მის შესაჩერებლად სწირავენ საკუთარ შვილებს. უკრაინის ბედი ახლა წყდება, ახლა ირკვევა ვიქნებით თუ არა თავისუფალი დემოკრატია. რუსეთმა არამარტო ჩვენ შემოგვიტია, არამედ ჩვენს ღირებულებსაც, ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს – ტანკებითა და თვითმფრინავებით. ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ.მე მჭირდება, დავიცვა ჩვენი ცა და მჭირდება თქვენი დახმარება, რაც ნიშნავს ზუსტად იმავეს, როდესაც თქვენ ამბობთ “მე მაქვს ოცნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად მიმართა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
“თითქმის 45 წლის ვარ. დღეს, ჩემი ასაკი გაიყინა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა შეწყვიტა. მე ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში, თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია. მე, როგორც ჩემი ერის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს – გისურვებთ, იყოთ მსოფლიოს ლიდერი. მსოფლიოს ლიდერობა კი ნიშნავს მშვიდობის ლიდერობას”.
კონგრესის წევრები სხდომათა დარბაზში განთავსებულ ეკრანზე ზელენსკის გამოჩენას ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.