ახალი ამბები მთავარი

ზელენსკი იტალიის პარლამენტს: ნუ იქნებით მკვლელების კურორტი

უკრაინა რუსი სამხედროებისთვის ევროპაში გასასვლელი კარიბჭეა – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის გავლით სურს ევროპაში შეჭრა.

“ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ომი, რომელსაც ერთი ადამიანი გეგმავდა დიდი ხნის განმავლობაში – ერთი! ათობით წლის განმავლობაში. გაზისა და საწვავის ექსპორტით ნაშოვნ უდიდეს შემოსავალს ომის სამზადისს ახმარდა და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. მათი მიზანი ევროპაა. უკრაინა რუსი მებრძოლებისთვის ევროპის კარიბჭეა. მათ თქვენთან შემოჭრა სურთ. ამ ბარბაროსობის დაშვება არ შეიძლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი სანქციებმა ვერ შეაჩერა, ამიტომ, ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

“ჩვენი ხალხი ისეთივე ევროპელია, როგორიც თქვენ. თქვენ კარგად იცნობთ მათ, ვინც უკრაინას ომი მოუტანა. კარგად იცნობთ ბრძანებების გამცემებს, მათ პროპაგანდისტებს. ისინი იტალიაში ისვენებენ. ასე რომ, ნუ გახდებით მკვლელების კურორტი. დაბლოკეთ მათი მთელი ქონება, ანგარიშები და იახტები. აქტივები დაუბლოკეთ ყველას, ვინც რუსეთში გავლენით სარგებლობს. დაე, მათ გამოიყენონ ეს გავლენა, დაე, მსოფლიოს მოახმარონ ეს გავლენა, რომ ოდესღაც თქვენთან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაიწყო, ვოლოდიმერ ზელენსკიმ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზებში სიტყვით გამოსვლა დაიწყო. იტალიის პარლამენტის გარდა, მან უკვე მიმართა ისრაელის ქნესეთს, აშშ-ს კონგრესს, გერმანიის ბუნდესტაგს და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას.

იტვირთბა....