[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’-llex34Vmzc’]
უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით რუსული ტანკების კოლონა მიემართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გამოქვეყნდა, რომელშიც ნაჩვენებია როგორ მიემართებიან მარიუპოლისკენ რუსული სამხედრო, სატვირთო მანქანები.
„მარიუპოლის მახლობლად, სადაც მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, შენიშნეს რუსული ტექნიკის დიდი კოლონა, რომელიც მოძრაობს ქალაქის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.
ცნობისთვის, პენტაგონი პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება.
ამასთან, რუსული FSB-სთვის გამოყოფილი 5 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინაში დივერსიული ჯგუფების საქმიანობაზე უნდა დახარჯულიყო, მოიპარეს.