ახალი ამბები მსოფლიო სამხდრო უკრაინის ომი

პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა არა მგონია მიღწევადი იყოს – პენტაგონი

არ გვგონია, რომ პოლონეთის შეთავაზება მიღწევადი იყოს, – ასე ეხმაურება პენტაგონი პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-სთვის ყველა MiG-29 თვითმფრინავის გადაცემის შესახებ.

როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განკარგულებაში მყოფი” რეაქტიული ავიაგამანადგურებლების აშშ-ს/NATO-ს გერმანული ბაზებიდან უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებულ საჰაერო სივრცეში გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს ალიანსისთვის სერიოზულ შეშფოთების საგანს აჩენს.

“ჩვენ გვაქვს კონტაქტი პოლონეთის მთავრობასთან დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ვთქვით, პოლონეთის კუთვნილებაში მყოფი თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული პოლონეთის მთავრობაზე. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გავაგრძელებთ კონსულტაციებს უკრაინისთვის უსაფრთხოების მიმდინარე დახმარებასთან დაკავშირებით, რადგან, ფაქტობრივად, პოლონეთის შეთავაზება აჩვენებს თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს საკითხი.

“ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განკარგულებაში მყოფი” რეაქტიული ავიაგამანადგურებლების აშშ-ს/NATO-ს გერმანული ბაზებიდან უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებულ საჰაერო სივრცეში გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს ალიანსისთვის სერიოზულ შეშფოთების საგანს აჩენს. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია არსებობს თუ არა ამის არსებითი საფუძველი. გავაგრძელებთ პოლონეთთან და NATO-ს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს ამ საკითხსა და მასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ გამოწვევებზე, მაგრამ არ გვგონია, რომ პოლონეთის შეთავაზება მიღწევადი იყოს”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

იტვირთბა....