რუსული FSB-სთვის გამოყოფილი 5 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინაში დივერსიული ჯგუფების საქმიანობაზე უნდა დახარჯულიყო, მოიპარეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომხდარის შესახებ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
“რუსმა დივერსანტებმა უკრაინაში მოქმედებები დაგეგმეს. მათ სურდათ ქვეყნის გაყოფა და ახალი „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა, რომელიც მოიცავდა ივანო-ფრანკოვსკის, ტრანსკარპატების, ლვოვის, ტერნოპოლისა და ჩერნივცის რეგიონებს.
ახლახან კი გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ასეთ აგენტებსა და დივერსიულ ქმედებებზე დიდ იმედებს ამყარებდა. ეს არ არის უცნაური, თუ გავითვალისწინებთ იმ კოლოსალურ თანხებს, რომლებიც გამოიყო პრორუსული პროპაგანდისა და ჩვენს ქვეყანაში ე.წ. „მეხუთე კოლონის“ შესაქმნელად.
ახლა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა გაერკვია, რაზე დაიხარჯა მთელი ფული, რადგან უკრაინაში ოკუპანტებს ხვდებიან არა ყვავილებით, არამედ იარაღით, მზადყოფნით და მოწოდებით იბრძოლონ სამშობლოსთვის საბოლოო გამარჯვებამდე.
უკრაინულმა დაზვერვამ UNIAN-ს განუცხადა, რომ პუტინმა კურიოზული ბრძანება მისცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლისა და აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიმიტრი შალკოვს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს და სერგეი კოროლევს.
FSB-ს დირექტორის პირველი მოადგილეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაავალა გაერკვია, სად იყო მიმართული თანხები, რომლებიც 2014 წლიდან 2022 წლამდე უკრაინაში დივერსიული საქმიანობისთვის იყო გამოყოფილი.
ეჭვმიტანილები არიან: პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი;
მეზობელ ქვეყნებთან კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალი ვლადიმერ ჩერნოვი;
მისი მოადგილე ამ პოსტზე იგორ მასლოვი;
მე-5 FSB სამსახურის უფროსი, გენერალი სერგეი ბესედა;
როსოტრუდნიჩესტვოს უფროსი ევგენი პრიმაკოვი;
ეკონომიკის მინისტრი;
მიხეილ ბაბიჩი და იანა ლანტრატოვა;
აფხაზეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა;
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი მოიპარეს.
მაშინ, როდესაც პუტინი თვლიდა, რომ ფული ხმარდებოდა პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, სინამდვილეში ის მოპარულია, ის იმედოვნებდა, რომ რუსული არმია უკრაინაში ძლიერ მხარდაჭერას მიიღებდა, მაგრამ რეალურად სიტუაცია საპირისპირო აღმოჩნდა. რვა წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აწვდიდნენ სრულ დეზინფორმაციას და თანხები უბრალოდ “გაფლანგული” იყო”, – წერს უკრაინული მედია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.
ცნობისთვის, პენტაგონი პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება.