უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
შტაბის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – 12 000-ზე მეტი;
- ტანკი – 317;
- ჯავშანტექნიკა – 1 070;
- საარტილერიო სისტემა – 120;
- სარაკეტო სისტემა – 56;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 28;
- თვითმფრინავები – 49;
- ვერტმფრენი – 81;
- საავტომობილო ტექნიკა – 482;
- გემი/ნავი/კატარღა – 3;
- საწვავის რეზერვუარი – 60;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 7.