Anonymous-მა გატეხა რუსეთის გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ჰაკერული დაჯგუფების ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, გატეხილია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ბაზაც.
ზემოთხსენებულთან ერთად, ჰაკერულმა დაჯგუფებამ ბელარუსში მდებარე ბანკებიც დაჰაკა.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ Anonymous-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა.
ამასთან, Anonymous-მა პუტინის 97-მლნ დოლარად ღირებული იახტა გაიტაცა.
“შაბათს ანონიმუსის ჰაკერთა ჯგუფმა პუტინის 97-მილიონ დოლარად ღირებული იახტა Graceful-ის სანავიგაციო სისტემაში შეაღწია და შეუცვალა მონაცემები, თითქოს იახტა უკრაინულ კუნძულ ზმეინის შეეჯახა, შემდეგ კი კურსი შეიცვალა და „ჯოჯოხეთში“ გაემგზავრა”, – წერია ინფორმაციაში.