ANONYMOUS-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერების გაერთიანებამ “ტვიტერში” გაავრცელა.
ჰაკერების გაერთიანება რუსული ენის მცოდნე ადამიანებს დახმარებას სთხოვს, რადგან მათ ამ ფაილების თარგმნისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნიათ.
“გვჭირდება მთარგმნელები, გამოიჩინეთ სიკეთე და დაგვეხმარეთ”, – წერს ANONYMOUS-ი.
ცნობისთის, უკრაინაში შეჭრის გამო ჰაკერების გაერთიანებამ რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა.