ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილმა პანამური ოფშორული კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე გადააფორმა” – რა ინფორმაცია ვრცელდება

ბიძინა ივანიშვილმა პანამური ოფშორული კომპანიის Limestone Finance International-ს საკუთრებაში არსებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე გადააფორმა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

აღნიშნულს საჯარო რეესტრის მონაცემებში გასული წლის 31 დეკემბერს ასახული ცვლილებები ადასტურებს.

Limestone Finance International-ი არის ბიძინა ივანიშვილის სახელთან რეგისტრირებული ერთ-ერთი ოფშორული კომპანია, რომლის საკუთრებაშიც საქართველოში 7 კომპანია იყო რეგისტრირებული. 2

024 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა, ამ 7-ვე კომპანიაში საკუთარი წილი პანამაში რეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად, საქართველოში მის საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე გადააფორმა.

შეგახსენებთ, იმასაც რომ ასევე 2024 წლის 31 დეკემბერს, რეესტრში ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის სახელზე ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დარეგისტრირდა. განაგრძეთ კითხვა…

იტვირთბა....