„TV 25″ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„პირველ რიგში ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და
ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ25-ის
დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.
მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ25-ის საინფორმაციო გამოშვებები
და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ25-ის ვებგვერდი
და ყველა სოციალური პლატფორმა.
ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს
დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.
P.S ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.