21 წლის გიორგი მინდაძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება – როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.