ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Anonymous-მა პუტინის 97-მლნ დოლარად ღირებული იახტა გაიტაცა

Anonymous-მა პუტინის 97-მლნ დოლარად ღირებული იახტა გაიტაცა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ანონიმუსის” ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა.

“შაბათს ანონიმუსის ჰაკერთა ჯგუფმა პუტინის 97-მილიონ დოლარად ღირებული იახტა Graceful-ის სანავიგაციო სისტემაში შეაღწია და შეუცვალა მონაცემები, თითქოს იახტა უკრაინულ კუნძულ ზმეინის შეეჯახა, შემდეგ კი კურსი შეიცვალა და „ჯოჯოხეთში“ გაემგზავრა”, – წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ANONYMOUS-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა.

 

იტვირთბა....