“საქართველოს უირისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, დაკავების დღიდან საკვებს არ ღებულობს.
როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, ამ ზგით მზია ამაღლობელი პროტესტს გამოხატავს იმ უკანონო პატიმრობის მიმართ, რომელშიც ის იმყოფება.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა მზია ამაღლობელი. ის თავს მხნედ გრძნობს და მზად არის ამ საქმეში იბრძოლოს. დამატებით მინდა გითხრათ, რომ მას დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია. მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ბრძოლას. ამგვარი გზით, პროტესტის ფორმა სახეზეა”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.