რუსი ოკუპანტები ჩერნიგოვს ბომბავენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად კერძო სახლები და მრავალსართულიანი კორპუსები დაზიანდა.
“მტერი უმოწყალოდ ბომბავს ჩერნიგოვს. 20 წუთია, რაც ბელოვის, როკოვსოვსკის, დოცენკოს, პუხოვის ქუჩების ინტენსიური დაბომბვა გრძელდება”, – ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატის ტერიტორიაზე ჩავიდა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.