უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს.
ბორის ჯონსონმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაერთიანებული სამეფოს და მისი მოკავშირეების თავდაცვითმა დახმარებამ უკრაინამდე მალე მიაღწიოს.
ორი ქვეყნის ლიდერი მჭირო თანამშრომლობაზე შეთანხმდა.