ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი – უკრაინის თავდაცვა

რუსული მხარის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ:

”მტრის საერთო სავარაუდო დანაკარგები 24.02-დან 28.02-მდე 06.00 საათისთვის.

  • თვითმფრინავი 29
  • ვერტმფრენები 29
  • ტანკები 191
  • ჯავშანტექნიკა 816
  • იარაღი 74
  • SAM BUK 1
  • გრადი 21
  • ავტომობილი 291
  • ტანკერები 60
  • UAV OTR 3
  • გემები/ნავები 2
  • საჰაერო თავდაცვა 5
  • ჯარისკაცი დაახლოებით 5300 (დასადასტურებელია).

მალიარმა განმარტა, რომ ინფორმაცია საორიენტაციოა და შეიძლება დაზუსტდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია.  მეთაურები, პირველ რიგში, ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

გარდა ამისა, ზუსტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

 

 

იტვირთბა....