რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე იმართება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატის ტერიტორიაზე ჩავიდა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.