ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ყველანი კარგად ვართ, საქართველოში მალე დავბრუნდებით – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

ყველანი კარგად ვართ, საქართველოში მალე დავბრუნდებით, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართველმა ჯარისკაცმა ტელეკომპანია “პირველთან” ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დონბასში მდგომარეობა ღამე მძიმე იყო, ამჟამად კი შედარებით სიმშვიდეა.

“ღამე მდგომარეობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ დროისთვის შედარებით სიმშვიდეა. კიდევ ერთი სოფელი დავიკავეთ და ოკუპანტები გავყარეთ. დანაკარგი მტერს უფრო მეტი აქვს. დაღუპულები და დაჭრილები ჩვენც გვყავს. მშვიდობიანი მოსახლეობა გავიყვანეთ, რამდენიმე ადამიანია დარჩენილი და მათ გაყვანაზეც ვმუშაობთ. ქართველები რამდენიმე ვართ აქ. განწყობა ძალიან კარგია. მოტივირებულები ვართ ქართველებიც და უკრაინელებიც. ოკუპანტი უნდა გავანადგუროთ. მინდა მივმართო ქართველებს, რომ ყველანი კარგად ვართ და ჩვენ მალე დავბრუნდებით”, – აცხადებს ქართველი ჯარისკაცი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატის ტერიტორიაზე ჩავიდა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

 

იტვირთბა....