უკრაინამ გაანადგურა რუსული თვითმფრინავი, რომელმაც გუშინ 4-ჯერ დაბომბა მარიუპოლი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.
ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ განადგურებულია რუსი ოკუპანტების მოიერიშე თვითმფრინავი, რომელმაც გუშინ ოთხჯერ დაბომბა მარიუპოლის სოფელი სარტანა და ლევობერეჟნის რაიონი.
„ჩვენმა პატივცემულმა სამხედროებმა – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ და აზოვის პოლკმა გაანადგურეს რუსი დამპყრობლების მტრის თვითმფრინავი, რომელმაც გუშინ ოთხჯერ გაისროლა სოფელ სარტანასა და მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონში. დიდება ჩვენს დამცველებს! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება უკრაინას!“ – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატის ტერიტორიაზე ჩავიდა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.