ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: თითოეული ჩვენგანი მეომარია და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს

[su_quote]როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინის წინაშე და ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას![/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატის ტერიტორიაზე ჩავიდა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

იტვირთბა....