უკრაინულმა დანაყოფებმა ჩეჩნური რაზმის, კადიროველების ერთ-ერთი მეთაური გაანადგურა.
ცნობილი ხდება, რომ ლიკვიდირებულია 141-ე მოტომსროლელი პოლკის ხელმძღვანელი მაგომედ თუშაევი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი პოლიტიკოსი ევგენი კარასი ავრცელებს.
ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.
გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო იარაღით დახმარებას მხარი დაუჭირა.
ამასთან, ბელგია და სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო მასალით დაეხმარებიან.
ვრცელდება ცნობები, რომ კიევთან რუსეთის არმიის უზარმაზარი კოლონა დგას – ამასთან უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსული ტანკების შესაჩერებლად სპეციალური განმარტებები გაავრცელა.