ახალი ამბები მსოფლიო

(ვიდეო) როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს

მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

უკრაინამ 2019 წლიდან თურქეთიდან 40 „ბაირაქტარი“ შეიძინა. შემდეგ ორმა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე „ბაირაქტარების“ წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.  “ბაირაქტარი” თურქული უპილოტო საფრენი აპარატია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

რუსეთი მოლაპარაკებების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტს ითხოვს.

 

იტვირთბა....