ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტს არავინ ეკითხება კანონს მივიღებთ თუ არა” – მაჭარაშვილი

პრეზიდენტს არავინ ეკითხება კანონს მივიღებთ თუ არა”– აცხადებს  “ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი რუსულ კანონზე საუბრისას.

მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოს “სამართლებრივ ნონსენსს” უწოდებს.

ეს სამართლებრივი ნონსენსია. ერთი მხარეა ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ამ საკითხზე მსჯელობა იურისტებში, რამდენად კონსტიტუციურია. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონსტიტუციური. პრეზიდენტს არავინ ეკითხება კანონს მივიღებთ თუ არა, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

“პირველებმა” მოიპოვა საქართველოს პრეიზდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. “ეს კანონის არაკონსტიტუციურია” – წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს.

იტვირთბა....