ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონები შედიან, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ლუგანსკის რეგიონში, კრასნა ტალივკას, მილოვეს, გოროდიშჩეს მიმდებარედ რუსული ტანკების კოლონები შევიდნენ. მტერმა ეშმაკურად წინ ეუთო-ს სიმბოლოებით თეთრი მანქანები დააყენა. ახლა იქ ბრძოლა მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის მესაზღვრეები თავს იცავენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.
უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.