ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი”– ბრიტანელი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტი და უკან გაიწვიოს რუსული კანონი. ამის შესახებ ნუსრათ განი X-ზე წერს. მის განცხადებას ქართულ ენაზე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

“გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს.

ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, – წერს მინისტრი.

 

იტვირთბა....