ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილი საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს” – კარსინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტს რუსულ კნაონზე ვეტოს დადების გამო აკრიტიკებს.

როგორც რუსი მაღალჩინოსანი წერს, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს.

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

იტვირთბა....