ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს… ხელისუფლება არ უნდა დაემხოს. ეს მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება”– ზურაბიშვილი

“ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს. მეორე მხარეს არ უნდა ინერვიულოს. მოსახლეობა რევოლუციას არ ქმნის, ხელისუფლება არ უნდა დაემხოს. ეს მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება…”– განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში, სადაც კიდევ ერთხელ რუსული კანონისა და საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზეც, რომლის მიზეზადაც ბიძინა ივანიშვილის კონსპირაციული თეორიები დაასახელა. ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ოცნებასთან” რაიმე დიალოგზე საუბარი მისთვის წარმოუდგენელია.

“ევროკავშირის გზავნილი, რომელიც არ მესმის. როგორ შეიძლება ვისაუბროთ დიალოგის დაწყებაზე, თუ მთავრობა ცხადად არ იტყვის უარს მტრულ რიტორიკაზე? პირველი მოთხოვნა უნდა იყოს საბოლოოდ შეწყვიტოს ჩვენთვის დესტაბილიზაციის აგენტების წოდება. ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს “რევოლუციის აგენტები” უწოდეს. და რატომ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ისმის კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს სურდათ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა. აბსოლუტურად მიუღებელია უახლოეს პარტნიორებთან ასე საუბარი, მათთან ვისთანაც მომავლის შექმნა გვსურს” –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

იტვირთბა....