კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.
კიევში საჰაერო საფრთხე დაფიქსირდა, სირენების ჩართვის შემთხვევაში მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.
სიტყვასიტყვით, კიევის საქალაქო ადმინისტრაცია: “ყურადღება! გამოვლინდა საჰაერო საფრთხე! სირენების ჩართვის შემთხვევაში, ყველას ვთხოვთ სასწრაფოდ წავიდნენ სამოქალაქო დაცვის თავშესაფრებში!”.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჯობია ხალხი სახლში დარჩეს, მაგრამ ვინც შეშფოთებულია, შეუძლია თავშესაფრებში ჩასვლა.