ახალი ამბები მსოფლიო

რუსული ტექნიკა მასიურად შემოდის…ეს უკვე ომის განაცხადია – ქართველი სამხედრო უკრაინაში

რუსული ტექნიკა მასიურად შემოდის…ეს უკვე ომის განაცხადია, – აღნიშნულის შესახებ ქართველმა სამხედრომ უკრაინაში, ვანო ნადირაძემ ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს ძირითადად მარიუპოლი, ბერდიანსკი აინტერესებთ, რათა ყირიმში გასასვლელი ჰქონდეთ.

“მასიურად შევიდა ტექნიკა დონეცსკა და ლუგანსკში, რუსული არმია. ავტომატით და პულიმიოტით ბრძოლა აღარ მიდის, მიდის ნაღმტყორცნებით 85-იანი, 120-იანი და შემდეგ უკვე გრძელდება “გაუბიცებით” და ე.წ. საუებით, თვითმავალი ქვემეხებით სროლა. მაგათ ძირითადად აინტერესებთ მარიუპოლი, ბერდიანსკი და უფრო შიგნით რომ აიწიონ, ვერიტოპოლის მხარეს, რათა ყირიმში გასასვლელი ჰქონდეთ. ომის განაცხადია ეს უკვე ფაქტიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეგენი მაგალითად სლავიანს ითხოვენ, სევეროდოროთზე მიიტანენ შეტევას, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარკოვს უახლოვდებიან. ეგენი წამოიწევენ წინ, არ უნდათ იმ ფარგლებში ჩაჯდნენ, რაშიც მაგალითად დღეს არიან​”, – ამბობს ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

ცნობისთვის, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

22 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსი სეპარატისტების პროვოკაციებს ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ჯარისკაცი.

იტვირთბა....