ახალი ამბები მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში – არიან გარდაცვლილი და დაშავებული სამხედროები

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სეპარატისტების თავდასხმის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედია წერს, რომ რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 96-ჯერ გახსნეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

ცნობისთვის, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

იტვირთბა....